saqarTvelos uReltexilebi - janTuganis uReltexili
კოორდინატები | 43°11`17` ჩ. გ. 42°46`21` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3483 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3483 მ. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. აკავშირებს, ლეხზირისა და ადილსუს მყინვარების გავლით, მდინარე მესტიაჭალისა (ენგურის აუზი) და ადილსუს (ბაქსანის აუზი) ხეობებს.